შეავსეთ ფორმა და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ!
ProfitKey Properties
თქვენი უძრავი ქონების ექსპერტი, 14 წლიანი გამოცდილებით
17%-მდე უკუგება ინვესტიციიდან
მესაკუთრეების 60% ზე მეტი

აპარტამენტებიდან ვილებამდე — ყველაფერი რასაც ისურვებთ

ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლზე მეტი
უძრავ ქონებას დისტანციურად იძენს
მთელი ცხოვრების განმავლობაში

Ambassadori

Hyatt Centric Boulevard

Holiday Inn Resort

Panorama

საინვესტიციო უძრავი ქონება

Piazza

One

Belle Maison

Stay&Rent

საცხოვრებელი უძრავი ქონება
რას გთავაზობთ
კონსულტაცია
იმისათვის, რომ შერჩეული უძრავი ქონება აკმაყოფილებდეს თქვენს ყველა მოთხოვნას, ჩვენი გუნდი ინდივიდუალურად მოახდენს თქვენი საჭიროებებისა და სურვილების იდენტიფიცირებას. რის შემდეგაც ერთად შევარჩევთ თქვენთვის იდეალურ საცხოვრებელ სახლს თუ მოგებიან საინვესტიციო ქონებას.
ხედვა
ჩვენი ექსპერტების გუნდი მუდმივად ატარებს ბაზრის სიღრმისეულ კვლევასა და ანალიზს. იმისათვის, რომ უძრავი ქონების დინამიურ ბაზარზე მუდმივად გქონდეთ აქტუალური ინფორმაცია მიმდინარე ფასების, უძრავი ქონების ტენდენციების, საფასო სტრატეგიებისა და საუკეთესო ინვესტიციის შესაძლებლობების შესახებ.
მხარდაჭერა
ჩვენ თქვენთან ერთად ვართ გარიგების ყველა ეტაპზე: საუკეთესო ვარიანტის შერჩევიდან, დეველოპერებთან მოლაპარაკებასა და გარიგების წარმატებით დახურვამდე. თქვენი ინტერესების დასაცავად ვზრუნავთ თითოეული დეტალის სამართლებრივ გამართულობაზე, რომ მიიღოთ უსაფრთხო და მომგებიანი გადაწყვეტილება
მარკეტინგი
იმისათვის, რომ გავზარდოთ დეველოპერული კომპანიების ცნობადობა ბაზარზე და გავაუმჯობესოთ მათი გაყიდვების შედეგები, კომპანიებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშვებას და აღსრულებას.
ბათუმი
ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და პერსპექტიული ქალაქია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. მისი უნიკალური მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის მთებსა და ზღვის ხედით, ქმნის იდეალურ პირობებს ტურიზმის, ბიზნესისა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისათვის.

ინვესტიციების უკუგების მაქსიმალური შესაძლებლობები

ბათუმი ევროპის ტოპ 5-ეულშია, როგორც საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი. ხუთეულში ასევე შედის მარბელია, მონაკო, მალტა და ჟენევა. გარდა ამისა, ბათუმი 2024 წლის World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში – „ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულება მთელი წლის განმავლობაში.“

ევროპის ტოპ მიმართულება

უძრავი ქონების უკუგების საშუალო მაჩვენებელი 8%-დან 14%-მდეა. 2025 წლის პირველ კვარტალში, ბათუმში, ახალი ქონებების ფასი 16.4%-ით გაიზარდა და 1 189$-იან ნიშნულს მიაღწია კვადრატულ მეტრზე. ძველ აპარტამენტებზე, ფასი 8.8%-ით გაიზარდა და 1 099$ შეადგინა კვადრატულ მეტრზე.

ინვესტიციების ზრდა

გამოცდილება
+14
შეთავაზება
+1K
მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებელი
+98%
4.8
შეფასება
ჩვენს შესახებ
14 წელზე მეტი გამოცდილებით უძრავი ქონების სფეროში, ProfitKey Properties არის სანდო პარტნიორი ბათუმის, საქართველოს დინამიკურ უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი ერთგული გუნდი ფლობს ღრმა ექსპერტიზას როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ უძრავ ქონებაში, რაც გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ კლიენტების ფართო სპექტრის საჭიროებები — იქნება ეს საინვესტიციო შესაძლებლობები თუ ახალი სახლის შეძენა.

წლების სანდო გამოცდილება

Profitkey Properties-ში ვამაყობთ უძრავი ქონების ინვესტირების ყოველი დეტალის სიღრმისეული ცოდნით. ჩვენი პროფესიონალები არა მხოლოდ უძრავი ქონების სფეროს ექსპერტები არიან, არამედ ფლობენ ფინანსური ანალიტიკის უნარებს, რაც კლიენტებს ინფორმირებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ბაზრის ანალიზიდან - ინვესტიციის დაგეგმვამდე, ჩვენი გუნდი მზადაა გაგიძღვეთ უძრავი ქონების კომპლექსური გზის ყველა ეტაპზე.

ექსპერტების მხარდაჭერა უძრავ ქონებაში

თქვენზე მორგებული გადაწყვეტები: ჩვენი გუნდის გამოცდილება მოიცავს უძრავი ქონების სხვადასხვა ასპექტებს - საკუთრების შერჩევას, ინვესტირების სწორ სტრატეგიას, ბაზრის ტენდენციების სიღრმისეულ ცოდნას და სხვა.
მრავალპროფილური გადაწყვეტილებები: ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მომხმარებლის საჭიროებები უნიკალურია. ამიტომ, გთავაზობთ პერსონალიზირებულ სერვისებს, რომლებიც სრულად შეესაბამება თქვენს სპეციფიკურ მიზნებს და უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გამოცდილებას.

რატომ უნდა აირჩიოთ პროფითქი პროფერთი?

აღმოაჩინეთ თქვენი უძრავი ქონების პოტენციალი

თუ ინვესტორი ხართ და მაქსიმალური სარგებლის მიღებას ისახავთ მიზნად, ან იდეალურ სახლს ეძებთ, ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ მხარდაჭერას და ინდივიდუალურ მიდგომას, ერთად ვიზრუნოთ თქვენი ინვესტიციის მაქსიმალურ რეალიზებისთვის უძრავი ქონების ბაზარზე.
  • ნატა სამნიძე
    გენერალური დირექტორი
  • ნინა სამნიძე
    საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი
  • ეკატერინე ზაქარაძე
    საცხოვრებელი მიმართულების ხელმძღვანელი
  • ირმა შაქარაძე
    გაყიდვების მენეჯერი
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიღო შემოსავალი უძრავი ქონებით ბათუმში?
ბათუმი, როგორც პოპულარული ტურისტული მიმართულება, გთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს უძრავი ქონებით შემოსავლის მიღებისთვის. ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზა არის გაქირავება მენჯმენტ კომპანიის მეშვეობით. ბათუმის ტურისტული ნაკადი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, უზრუნველყოფს ქირის სტაბილურ სარგებელს, რომელმაც შესაძლოა 17%-ს მიაღწიოს. ასევე, ინვესტორებს შეეძლებათ მიიღონ შემოსავალი უძრავი ქონების გადაყიდვით, რადგან ქალაქში უძრავი ქონების ღირებულება რეგულარულად იზრდება.
შემიძლია უძრავი ქონების დისტანციურად შეძენა?
რა თქმა უნდა! ჩვენ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერაას, შერჩევის დისტანციურ პროცესს, იურიდიულ კონსულტაციას და ქონების დისტანციურად რეგისტრაციას, თქვენს სახელზე.
რა არის უძრავი ქონების შეძენის მინიმალური ბიუჯეტი?
უძრავი ქონების შეძენის მინიმალური ბიუჯეტი დამოკიდებულია როგორც ქონების ტიპზე, ასევე მდებარეობაზე. სტანდარტული სტუდიოს ტიპის ბინები 25 000$-დან იწყება, ხოლო მაღალ მოთხოვნის, პირველ სანაპირო ზოლში მდებარე პროექტებში ბინები იწყება $60,000-დან.
ინკები
ლუკა. ასათიანის ქ. 8, ბათუმი